Order callback

Thank You Please call me
We will contact you soon

Call Order failed

Call order was successfully sent

Our representative will call you back Close
10/02/2017

სიმშვიდე 360 °

ყოველდღიურობა სავსეა მოულოდნელობებით, მათ შორის არასასიამოვნო. როგორც წესი ყველაზე დიდი მოულოდნელობა სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ველით, უფრო მეტიც საერთოდ არ ვიმყოფებით ადგილზე, რომ ღირსეულად დავხვდეთ და გავუმკლავდეთ მას. კრიზისის დროს მოქმედება უნდა იყოს სწრაფი და გონივრული, რაც ასევე ძალიან რთულია, რადგანაც კრიზისისას ჩვენ ჯერ კიდევ იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ამბავი ჩვენ არ უნდა დაგვმართნოდა.
ყველაზე გონივრული გამოსავალი მსგავსი სიტუაციების მართვისას დაზღვევაა, გარანტია იმისა, რომ თქვენი თავის ტკივილს სხვა სწრაფად და მარტივად მოაგვარებს.
რა შემთხვევაში გჭირდებათ დაზღვევა:
• თქვენ აქირავებთ კუთვნილ ბინას ან ტოვებთ მას უყურადღებოდ გარკევული დროის განმავლობაში, დაე, უძრავმა ქონებამ მოგიტანოთ მხოლოდ სარგებელი.
• თქვენ გსურთ დიდი ხნით შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა მეზობლებთან, წყლით დატბორვა მხოლოდ დროებითი უსიამოვნო ინციდენტი იქნება და ის მალევე სასიკეთოდ მოგვარდება.
• თქვენ ბინას აქვს ვრცელი და კეთილმოწყობილი ტერასა, რომელზეც გარემო ფაქტორები და ამინდი ყველაზე მეტად მოქმედებს.
მყუდრო ბინაში მჯდომი ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენთ, რომ ჭერზე გაჩენილი ფერადი ლაქა, რომელიც ჯერ მსუბუქად განერვიულებთ, შესაძლოა სულ მალე უზარმაზარ პრობლემად გექცეთ და მოულოდნელად წამოსულმა წყალმა თქვენი საცხოვრებელი დატბოროს. შესაძლოა, თქვენ იდეალურად მოწესრიგებულ ბინაში ერთხელაც უთო ჩართული დაგრჩეთ და ხანძრის გამომწვევი მიზეზის ძიებისას ვერაფრით გაიხსენოთ რას აუთოვებდით იმ დღეს.
ბინის შეძენისას, რემონტსა და მოწყობაზე ფიქრისას აუცილებლად გიფიქრიათ იმაზეც, თუ როგორ მოახერხოთ, რომ ასეთი გარემონტებული და მოვლილი იყოს საცხოვრებელი დიდი ხნის განმავლობაში. აქსისის მიმდინარე პროექტებში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ბინა დასრულებული რემონტით და საჩუქრად მიიღოთ ყველაზე მთავარი - სიმშვიდე, ერთწლიანი დაზღვევა მოულოდნელობებისგან, როგორიცაა ბუნებრივი მოვლენები თუ მესამე პირის ქმედებით მიღებული ზიანი. ახალი პროდუქტი - დაზღვევა 360 გრადუსით ასევე გაძლევთ შესაძლებლობას დააზღვიოთ პასუხისმგებლობა; სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენ არაგამიზნულად ხდებით სხვისი ქონების დამზიანებელი, ასეთ შემთხვევაშიც თქვენი კუთვნილი საჩუქარი ფასდაუდებელი გახდება და მეზობლების კეთილგანწყობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.
ფიქრობთ, რომ ბინის მხოლოდ შიდა ტერიტორია შეიძლება დააზღვიოთ, ტერასა კი იღბალს მიანდოთ. თუმცა სასაჩუქრე პაკეტი „დაზღვევა 360 გრადუსით“ იმითაცაა გამორჩეული, რომ ითვალისწინებს აქსისის არქიტექტურული პროექტებისთვის დამახასიათებელ, გამორჩეულ დეტალს - ტერასას - ვრცელ და სასარგებლო სივრცეს ოჯახის ყველა წევრისთვის და მასაც აზღვევს, შეგიძლიათ მშვიდად კეთილმოაწყოთ და გაალამაზოთ თქვენი კუთვნილი სამოთხე.
ამასთან, დაზღვევის პლიუსების და სარგებლის ცოდნა აუცილებელია, რათა დარწმუნებული იყოთ არჩევანის სისწორეში. ინგლისურ ენაში სიტყვას insurance - დაზღვევა და sure - დარწმუნებული ერთი ძირი აქვთ, ეს მაგალითი კარგად ხსნის რატომ ირჩევენ ადამიანები დაზღვევას, მათ სურთ იყვნენ დარწმუნებულები, ეს სიმშვიდეში გადახდილი თანხაა.
ჩატარებული კვლევის მიხედვით მოქალაქეების 63 პროცენტს ეშინია ხანძრის, 44,1 პროცენტს მეზობლისგან დატბორვის, აფეთქების - 32,3 %-ს, ბინაში წყალმომარაგების სისტემის დაზიანების - 30,1%-ს, მესამე პირის კანონსაწინააღმდეგო მოქმედების - 22,8%-ს, სტიქიური უბედურების (ქარიშხალი, წყალდიდობა) – 20,3%, ხის ჩამოვარდნის - 4,6%.
ტერასაზე ყოფნისას ან ბინაში სავარძელში მოკალათებულს ხის ჩამოვარდნა ნამდვილად არ გემუქრებათ, არც სხვა დანარჩენი უსიამოვნო მოვლენები დაარღვევს თქვენს მყუდროებას, რადგანაც ბინა, რომელიც შეიძინეთ უკვე გარემონტებული ჩაგბარდათ, თქვენი გემოვნებით შერჩეული შპალერი გაიკრა, იატაკიც დაგებულია, ავეჯიც შეძენილი გაქვთ და ახლა მისაღებ ოთახში შოკოლადის ფილით ხელში ჭერს რომ ასცქერით, წარმოიდგენთ პატარა ლაქას, თქვენს წარმოსახვაში ის სხვადასხვა ფორმას იღებს, სასაცილო ფიგურები ერთმანეთს ენაცვლებიან, და თქვენ მშვიდად ხართ, რადგანაც რეალური ლაქაც და მეზობლის მიერ ჩამოშვებული წყალიც თქვენ შიშებში აღარ შედის, თქვენ კვლევის მონაცემებს მიღმა ხართ, თქვენი ოცნების სახლს მოყვება ბონუსი - სიმშვიდე 360 გრადუსით.