შეუკვეთეთ ზარი

მადლობა გთხოვთ, დამიკავშირდეთ
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა

ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა

გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ათი წუთის განმავლობაში დახურვა
პროექტის აღწერა
კომპლექსის მდებარეობა

ეს იყო პირველი ობიექტი, სადაც საცხოვრებელ ფართებთან ერთად შეიქმნა დიდი რაოდენობით კომერციული და საოფისე ფართები, რითაც აქსისმა ქართულ დეველოპმენტში ეს მიმართულებები აქტიურად შემოიტანა. შენობის ცენტრში მდებარეობს „აქსის შოფინგ ცენტრი“, სადაც მრავალი ბრენდის მაღაზიაა განთავსებული.

 თვითონ შენობის არქიტექტურა ორიგინალურადაა გადაწყვეტილი. გამომდინარე იქიდან, რომ ყაზბეგის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობაა, გადაწყდა შენობის მახვილი კუთხეებით გახსნა ნაკადების მოძრაობის მხრიდან, რამაც კომპლექსის შიდა სივრცეები ქუჩიდან აღქმადი გახადა და ნაგებობას ექსპრესიულობა შესძინა. მინამ და ანარეკლმა შენობა მეტად დინამიური გახადა, ხოლო კონტრასტულმა ფერებმა ფორმები გამოკვეთა.