აქსისი პეტრიაშვილზე

შეუკვეთეთ ზარი

მადლობა გთხოვთ, დამიკავშირდეთ
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა

ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა

გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ათი წუთის განმავლობაში დახურვა
პროექტის აღწერა
კომპლექსის მდებარეობა

აქსისი პეტრიაშვილზე

ეს „აქსისის“ ერთ-ერთი პირველი სახლია, რომელიც თავისი არქიტექტურით ინოვაციური პროექტი იყო იმდროინდელი საქართველოსთვის. აქ პირველად იქნა გამოყენებული მოსაპირკეთებელი ქვა, მეტალის ჟალუზები და ბანიანი სახურავები, რომლებიც ახლაც კი განსაკუთრებულად თანამედროვე ელფერს მატებს შენობას. ამავდროულად გავითვალისწინეთ რა, ვერის უბნისთვის დამახასიათებელი ელემენტები, შენობა მოპირკეთდა იგივე ქართული აგურით, რითაც მიმდებარე ბარაკული ტიპის სახლები.

 შენობის არქიტექტურულ ღირსებას წარმოადგენს მისი მოცულობის ვიზუალური დანაწევრება როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური მიმართულებებით. ეს გადაწყვეტა ტოვებს აღქმას, რომ დგას არა ერთი, არამედ რამოდენიმე შენობა.

 ამ პროექტის სავიზიტო ბარათი კი ფასადზე არსებული გაღუნული მინაა, რომლის ტექნოლოგიაც მაშინ საქართველოში არ არსებობდა და ევროპაში იქნა დამზადებული. ის დღესაც იშვიათობას წარმოადგენს ქართულ არქიტექტურაში.