შეუკვეთეთ ზარი

მადლობა გთხოვთ, დამიკავშირდეთ
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა

ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვა
პროექტის აღწერა
კომპლექსის მდებარეობა

აქსისი აბაშიძეზე

ეს არის საცხოვრებელი სახლი, რომელიც თანამედროვე კომფორტისა და პრესტიჟულობის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. აბაშიძის ქუჩის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, მაცხოვრებელი ჩართულია ქალაქის როგორც საქმიანი ცხოვრების, ასევე აქტიური დასვენების რიტმში. ამავდროულად ბინის გეგმარება საოცარი სიმყუდრივისა და სიმშვიდის განწყობას ქმნის.

მდებარეობა

 სახლის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას მისი პრესტიჟული ადგილმდებარეობა წარმოადგენს. მისი მისამართია აბაშიძის N 34/36 მის გარშემო თბილისელებისთვის საყვარელი მრავალი მაღაზია, კაფე თუ რესტორანია. ეზოს მხარეს კი მწვანე ბუნებისა და კუს ტბის მიმდებარე მთების ულამაზესი ხედია.

 არქიტექტურა

 მიუხედავად შენობის თანამედროვე ფორმებისა ის ჰარმონიულად ერწყმის მიმდებარე ნაგებობების არქიტექტურას. გამომდინარე იქიდან, რომ ქუჩის ფასადი არის ჩრდილოეთის მხარეს, შენობის მოპირკეთება გადაწყდა კონტრასტული თეთრი მარმარილოს ქვითა და რუხი გრანიტით.

 ვესტიბიული

 თქვენ და თქვენს სტუმრებს 135 კვ.მ-იან ვესტიბიულში დაგხვდებათ კონსიერჟი, 

რომელიც მუდამ მზად არის მოგემსახუროთ. თანამედროვე დიზაინის ინტერიერი და თბილი მომსახურება შესვლისთანავე დადებით განწყობას უქმნის როგორც მაცხოვრებელს, აგრეთვე მათ სტუმრებს.

ტექნოლოგიები

მშენებლობის დროს გამოყენებულია ინოვაციური ევროპული ტექნოლოგიები, რომელთა მაღალი ხარისხი განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების მაღალ ხარისხს. ის განაპირობებს ექსპლუატაციის ვადის ხანგრძლივობას და ამცირებს მოვლის ხარჯებს. ამ ტექნოლოგიების მაგალითებია მსოფლიოში აღიარებული ბრენდების:

  • ThyssenKrupp-ის გერმანული ხარისხით შემუშავებული ლიფტი
  • Rehau-ს კარ-ფანჯრები, რომლებიც ეფექტურ თბოიზოლაციას უზრუნველყოფენ
  • Comisa-ს ინოვაციური და გამძლე მილები
  • საღებავები Caparol-ისგან

 მომსახურება

 აქსისი ქმნის კომფორტულ გარემოს, სადაც თქვენზე ზრუნავენ. ჩვენს მომსახურებებში შედის:

  • კონსიერჟი
  • დასუფთავება
  • დაცვა
  • განათება
  • ლიფტის მომსახურება

დამატებითი მომსახურებების მისაღებად, ჩვენს მაცხოვრებლებს შეეძლებათ ექსკლუზიური პაკეტის გამოყენება.