ინტერიერის სამუშაოები

შეუკვეთეთ ზარი

მადლობა გთხოვთ, დამიკავშირდეთ
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა

ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვა

აქსისის პროექტებში ბინის რემონტით შეძენისას ჩვენი კომპანიის ინტერიერის სამუშაოების ოფისი გაგიწევთ სრულ მომსახურებას.

კვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან, მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმოთ ბინის გამყოფი ტიხრები, შეიმუშავებენ ელექტრო გაყვანილობის პროექტს და დაგეხმარებიან წინასწარ განსაზღვროთ და გაითვალისწინოთ ყველა ის დეტალი, რაც მომავალში თვენს კომფორტულ ცხოვრებას განსაზღვრავს.

ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს დანერგავს საქართველოში. ჩვენ გვსურს, იყოს თქვენი ბინა გამორჩეული და აკმაყოფილებდეს თქვენს ყველა მოთხოვნას.

მიუხედავდ იმისა,  რომ გაბარებთ  ბინას სრული რემონტით,  ამავე დროს განიჭებთ თავისუფლებას ბინის გეგმარების და სარემონტო მასელების შერჩევისას. იმისათვის, რომ ინტერიერის დაგეგმვის პროცესი იყოს თქვენთვის სასიამოვნო, ჩვენ გავხსენით  ინტერიერის დიზაინისა და სარემონტო მასალების შოურუმი/ Axis Interior Works (ა.ყაზბეგის 24), სადაც რემონტისთვის გათვალისწინებულ საფასო კატეგორიაში წარმოდგენილია მასალების ფართო არჩევანი; კერამო-გრანიტის 70 სხვადასხვა ფილა,  15-ზე მეტი სახეობის ლამინატი,  შპალერის 50 სახეობა,  სხვადასხვა ფერის შიდა კარებები, 40-მდე სახეობის სახელურები კარებებისთვის, აღჭურვილობა აბაზანისა და ტუალეტისთვის.  ჩვენი ვთანამშრომლობთ ისეთ ევროპულ ბრენდებთან როგორებიცაა;  MARAZZI, PAMESA, ALAPLANA, SALONI, ARGENTA, VENUS, KNAUFF, RUSCH, VERNILAC, CAPAROL, EGGER, KRONOTEX, KRONOPOL, SCHNEIDER ELECTRIC, EFAPEL, DURAVIT, HANSGROHE, HUPPE, VIEGA, BAXI SPA, SIRAGROUP.

Axis interior works

აქსისის პროექტებში ბინის რემონტით შეძენისას ჩვენი კომპანიის ინტერიერის სამუშაოების ოფისი გაგიწევთ სრულ მომსახურებას.

ინტერიერის დიზაინის შოურუმში - ალ.ყაზბეგის გამზ. N24 - Axis Shopping Centre - ჩვენი კვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან მასალების შერჩევაში.

აქსისი ინტერიერის სამუშაო

აქსისის ყველა ახალ პროექტში ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. კედლები ამოყვანილია აგურით და დათბუნებილია ქვაბამბით - რაც ხელს უწყობს თქვენი ბინის ენერგოეფექტურობას. ფანჯრებსა და ვიტრაჟებზე გამოყენებულია ალუმინის კარფანჯარა ორმაგი მინაპაკეატით. იტალიური წარმოების ინდივიდუალური ცენტრალური გათბობის სისტემა, რადიატორებით. შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება ევროპული მასალებით: იტალია, გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი.

ბინის შეძენის შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება ტიხრების დაგეგმარება, ელექტროობის პროექტის შეთანხმება და სარემონტო მასალების შერჩევა, აქსისის რემონტების ოფისში - Axis Interior Works (ალ. ყაზბეგის 24)

ფოტოებზე იხილეთ ინფორმაცია შემოთავაზებული მასალების შესახებ