შეუკვეთეთ ზარი

მადლობა გთხოვთ, დამიკავშირდეთ
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა

ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა

გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვა
09/29/2017

საჩუქარი აქსისის მომავალ მობინადრეებს

აქსისი მომავალი მობინადრეებისთვის კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს ქმნის დეველოპერულ სფეროში - რემონტის დაზღვევა 360 °- ით.

ყველას, ვინც შეიძენს სრულად გარემონტებულ ბინას აქსისის მიმდინარე პროექტებში ან უკვე შეიძინა ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით და დამატებით შეუკვეთავს სარემონტო სამუშაოებს  აქსისის ინტერიერის სამუშაოების ჯგუფს, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, საჩუქრად გადაეცემათ რემონტის ერთწლიანი დაზღვევა 360 გრადუსით

ახალი პროდუქტი - დაზღვევა 360 °- ით აზღვევს თქვენი ბინის ჭერს, იატაკს, კედლებს და ვიტრაჟებს ისეთი რისკებისგან, როგორიცაა:

  • წყლით გამოწვეულ ზიანი, მათ შორის მეზობლისგან ჩამოსული ან მეზობელთან ჩასული წყალი;
  • ხანძრით, მეხის დაცემით, წვიმით, სეტყვით, მიწისძვრით, ძლიერი ქარით, ყინვით და სხვა სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანება;
  • ქურდობა, ყაჩაღობა, მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედებით მიღებულ ზიანი და სხვა;

 

სადაზღვეო პოლისი მობინადრეს  გადაეცემა, ბინაში სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და სრულად გარემონტებული ბინის ჩაბარებისას.

პროდუქტი შეიქმნა, სადაზღვევო კომპანია არდისთან თანამშრომლობით.