შეუკვეთეთ ზარი

მადლობა გთხოვთ, დამიკავშირდეთ
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა

ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვა
უკან
ბლოკი 3
სართული 17
პროექტის აღწერა
გადახდის პირობა
კომპლექსის მდებარეობა

აქსისი იპოდრომთან

პროექტის აღწერა

„აქსისი იპოდრომთან“ ეს არის სამი ბლოკისგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის თანამედროვე და უნიკალური არქიტექტურა ყველა სხვა შენობისგან გამოარჩეულს ხდის. განსაკუთრებით გამორჩეულია მეორე ბლოკი,  რომელიც მხატვრული გადაწყვეტით ქანდაკებას წააგავს.  ფასადის თეთრი ფერის „აკვა პანელით“  მოპირკეთებამ, რაც სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, კონსტრუქციას სიმსუბუქე და მდგრადომა შემატა. ფასადის ნაწილობრივი დათბუნება ხდება ქვაბამბით. პირველი ბლოკის ფასადი მოპირკეთებულია თეთრი ფერის მარმარილოს ქვით.

შუშის აივნები, უზარმაზარი ვიტრაჟები, დიდი ტერასები ბინებს მაქსიმალურად ნათელს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბინას აქვს ტერასა, რომელიც ყოფილ იპოდრომს გადაყურებს.

„აქსისი იპოდრომთან“ ეს არის ინოვაციური კომპლექსი უნიკალური ადგილმდებარეობით, სადაც ყველაფერია გათვლილი თქვენი კომფორტისთვის. ყოფილ იპოდრომთან სიახლოვე კომპლექსის გარშემო  ქმნის ბუნებრივ სარეკრეაციო ზონას. აქ შეგიძლიათ ნებიასმიერ დროს მოწყდეთ ქალაქის ხმაურს და განიტვირთოთ.

 პროექტის უპირატესობები

  • სრული რემონტი
  • მდებარეობა
  • დიდი ტერასები

პროექტში ბინები ბარდება სრული რემონტით. 

 I ბლოკი - 10 სართული.  პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები.

ბინები განთავსებულია 9 სართულზე.

25 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი განთავსებულია მიწის ქვეშ -1 სართულზე და შენობის წინ მდებარე ტერიტორიაზე.

 მშენებლობა დასრულდა 2013 წელს

 III ბლოკი : 21 სართული.  პირველი სართული დაეთმობა კომერციულ ფართებს. ბინები განთავსებულია 20 სართულზე.

მიწისქვეშ -1 სართულზე მოეწყობა ავტოსადგომი.

 მშენებლობა დასრულდა 2017 წელს.

IV ბლოკი:  22 სართული. პირველი სართული დაეთმობა კომერციულ ფართებს, ხოლო 21 სართული ბინებს.

მიწისქვეშ -1 სართულზე მოეწყო ავტოსადგომი.

მშენებლობა დასრულებულია.

 II და III  ბლოკებს აქვთ ერთმანეთთან დაკავშირებული, საერთო ავტოსადგომი 78 ავტომობილზე.

მომსახურება

აქსისი ზრუნავს თქვენზე და გიქმნით მაქსიმალურადკომფორტულგარემოს.ჩვენ შემოგვყავს პარტნიორი კომანია, რომელიც უზრუნველყოფ შემდეგ მომსახურებებს:

  • კონსიერჟი
  • დასუფთავება
  • დაცვა
  • კომპლექსის განათება
  • ლიფტის მომსახურება
  • შენობის სისტემების მართვა
  • ტექნიკური მოვლა-პატრონობა
  • მესამე პირებთან ურთიერთობა და სახლის ინტერესების დაცვა
  • ინფრასტრუქტურის და პირობების მუდმივი გაუმჯობესება

მდებარეობა

კარტოზიას N6 .

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ, ახალ მაგისტრალთან სიახლოევე, სამ უბანთან მარტივ და სწრაფ წვდომას განაპირობებს. ეს კომპლექსი უნიკალურია საბურთალოს მჭიდროდ დასახლებული უბნებისთვის არადამახასიათებელი სივრცით და ხედით გარშემო.

 

 

 

 

 

 

იპოდრომი 4
  • თქვენთვის სასურველი ბანკის იპოთეკური სესხი