შეუკვეთეთ ზარი

მადლობა გთხოვთ, დამიკავშირდეთ
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა

ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა

გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვა
07/01/2016

Axis Interior Works

ყველას, ვინც შეიძენს ბინას „ჭავჭავაძის 49“-სა და „აქსის იპოდრომთან“ პროექტებში ბინა ჩაბარდება სრული რემონტით. ამ სიახლეს 2016 წლის ივლისიდან გთავაზობთ.

მიუხედავდ იმისა,  რომ გაბარებთ  ბინას სრული რემონტით,  ამავე დროს განიჭებთ თავისუფლებას ბინის გეგმარების და სარემონტო მასელების შერჩევისას. იმისათვის, რომ ინტერიერის დაგეგმვის პროცესი იყოს თქვენთვის სასიამოვნო, ჩვენ გავხსენით  ინტერიერის დიზაინისა და სარემონტო მასალების შოურუმი/ Axis Interior Works (ა.ყაზბეგის 24), სადაც რემონტისთვის გათვალისწინებულ საფასო კატეგორიაში წარმოდგენილია მასალების ფართო არჩევანი; კერამო-გრანიტის 70 სხვადასხვა ფილა,  15-ზე მეტი სახეობის ლამინატი,  შპალერის 50 სახეობა,  სხვადასხვა ფერის შიდა კარებები, 40-მდე სახეობის სახელურები კარებებისთვის, აღჭურვილობა აბაზანისა და ტუალეტისთვის.  ჩვენი ვთანამშრომლობთ ისეთ ევროპულ ბრენდებთან როგორებიცაა;  MARAZZI, PAMESA, ALAPLANA, SALONI, ARGENTA, VENUS, KNAUFF, RUSCH, VERNILAC, CAPAROL, EGGER, KRONOTEX, KRONOPOL, SCHNEIDER ELECTRIC, EFAPEL, DURAVIT, HANSGROHE, HUPPE, VIEGA, BAXI SPA, SIRAGROUP.

ინტერიერის დიზაინის შოურუმში, ჩვენი კვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან, მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმოთ ბინის გამყოფი ტიხრები,  შეიმუშავებენ ელექტრო გაყვანილობის პროექტს და დაგეხმარებიან წინასწარ განსაზღვროთ და გაითვალისწინოთ ყველა ის დეტალი, რაც მომავალში თვენს კომფორტულ ცხოვრებას განსაზღვრავს.

ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს დანერგავს საქართველოში. ჩვენ გვსურს, იყოს თქვენი ბინა გამორჩეული და აკმაყოფილებდეს თქვენს ყველა მოთხოვნას.