შეუკვეთეთ ზარი

მადლობა გთხოვთ, დამიკავშირდეთ
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

ზარის შეკვეთა ვერ განხორციელდა

ზარის შეკვეთა წარმატებით განხორციელდა

გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ ათი წუთის განმავლობაში დახურვა
12/01/2016

20/80 საახალწლო აქცია აქსისისგან

დეველოპერული კომპანია აქსისი გთავაზობთ საახალწლო აქციას 20/80. აქციის ფარგლებში თქვენ გადაიხდით ბინის ღირებულების მხოლოდ 20% -ს, ხოლო 80 % -ს კი მშენებლობის დასრულებისას. ამასთან ერთად საახალწლოდ, აქსისი გთავაზობთ 5% დან 15% -მდე ფასდაკლებას ჭავჭავაძის 49 -ისა და აქსისი იპოდრომთან საცხოვრებელ კომპლექსებში.

საცხოვრებელი კომპლექსი “ჭავჭავაძის 49“ ნერგავს ცხოვრების სრულიად ახალ სტანდარტებს. იგი შედება ოთხი ბლოკისგან, რომელთაგან ერთი, II ბლოკი დასრულებულია. დასრულებულია მეოთხე ბლოკის კარკასის სამშენებლო სამუშაოები და მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება. შენობა თბუნდება Caparol-ის დამათბუნებელი მასალით. სახურავის დათბუნებისთვის გამოიყენება პოლისტიროლცემენტის მსუბუქი ბეტონი, რაც წარმოადგენს ინოვაციურ მეთოდს და ზრდის პროექტის ენერგოეფექტურობას.

სახურავის ჰიდროიზოლაცია კეთდება ALCHIMICA-ს საჰიდროიზოლაციო ფენით ბმის გარეშე პოლიურეთანის მემბრანით. კანალიზაციის სისტემა - WAVIN-ის ხმადამხშობი მილებით. ბინების შიდა ტიხრები ილესება Saint Gobain-ის ბგერა და თბოსაიზოლაციო მასალით. ფასადი იმოსება ნორვეგიული კომპანია SAPAGROUP-ის სილიკონის საფასადე ვირტაჟით, კარ-ფანჯრით და Sliding სისტემით. პროექტში მონტაჟდება ჯგუფური სისტემით აღჭურვილი 2 ცალი MITSUBISHI –ს ჩქაროსნული ლიფტი.

 დაწყებულია მესამე ბლოკის მშენებლობა და ბინების წინასწარი გაყიდვები. მშენებლობა დასრულედება 2018 წლის ზაფხულში.

 

პროექტი „აქსისი იპოდრომთან“   შედგება 3 ბლოკისკან. პირველი ბლოკის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა. მეორე ბლოკი სრულდება 2017 წლის გაზაფხულზე. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს მესამე ბკლოკის კარკასის სამშენებლო სამუშაოები რომელიც 2017 წლის მარტში დასრულდება. პროექტი ექსპლუატაციაში შევა 2017 წლის ბოლოს.

პროექტები ჭავჭავაძის 49 და აქსისი იპოდრომთან გამოირჩევა დიდი ტერასებით.   ბინები ბარდება სრული რემონტით.

აქსისი დიდ ყურადღებას აქცევს, ავტოფარეხერბისა და სარეკრეაციო ზონის არსებობას. ორივე პროექტს აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომები და კეთილმოწყობილი შიდა ეზო. ფართოვდება ტროტუარები და იქმნება კეთილმოწყობილი საფეხმავლო გზები.

 

აქსისის მიზანია გარემოს განვითარება, რისთვისაც ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელიც ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს ნერგავს საქართველოში.